logo
ENG



უკრაინა შვედეთისგან დახმარების "ზამთრის პაკეტს" მიიღებს, მასში საჰაერო თავდაცვის სისტემებიცაა

02 დეკ 202209:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/02/ceup8es4s8ojp25.jpg

უკრაინა შვედეთისგან თითქმის 338 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ "ზამთრის პაკეტს" მიიღებს, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც შეიცავს. ინფორმაციას უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ავრცელებს.

შმიგალის თქმით, ამ საკითხზე მან შვედეთის პრემიერმინისტრთან ისაუბრა. ის ამბობს, რომ დახმარების ეს პაკეტი სტაბილურობისა და გამარჯვებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იქნება. მან შვედ კოლეგასთან ასევე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენისთვის საჭირო მხარდაჭერაც განიხილა.

"შვედური ტრანსფორმატორები, გენერატორები და სხვა აღჭურვილობა უკვე ეხმარება უკრაინის ენერგოსისტემის აღდგენას. ამისთვის მადლობა. ამავდროულად, უკრაინის ცის დაცვა რუსული ტერორისტული თავდასხმებისგან ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება", - თქვა მან.

შმიგალის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის Grain-ის ინიციატივას შვედეთიც შეუერთდა და აზიისა და აფრიკის ქვეყნებისთვის უკრაინული მარცვლეულის შესაძენად 10 მილიონი ევრო გამოყო.


close დახურვა